ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ m2 აპირებდა „ცენტრ პოინტის“ აქციების ყიდვას. წყაროები ამბობენ, რომ კომპანიები პრესკონფერენციას ორ კვირაში გამართავენ, რომელზეც ხელშეკრულების შესახებ ილაპარაკებენ.
„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას კომპანია m2 – მა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. მათი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება დაკომპანია არ აპირებს „ცენტრ პოინტის“ აქციების შეძენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა გრძელდება.
გურამ რჩეულიშვილის თქმით, კომპანიებთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. ხელშეკრულების თანახმად, “ცენტრ პოინტის” ყველა აქტივი იყიდება და სამშენებლო კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ დაასრულონ “ცენტრ პოინტის” მშენებლობები, ასევე დააკმაყოფილონ ყველა დაზარალებული.
თუმცა, ჯერჯერობით კვლავ უცნობია ვინ იყიდის „ცენტრ პოინტის“ აქციებს.
მარიამ ლეკიაშვილი
Discussion about this post