ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ტურისტები უფრო ხშირად რამდენიმე ადგილს სტუმრობენ. ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილთა ხუთეული ასე გამიყურება: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი.
სიის მიხედვით, პირველ ხუთეულს არც ბათუმი, მესტია, კახეთის რეგიონი და თუშეთი ჩამორჩება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იმატებს. 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.9%-ით მეტია.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, მთის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის ზაფხულის სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) 73 353 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
ნინო ზარიძე