ქართულ ბაზარზე პრაქტიკული ახალი გასათბობი საშუალება გამოჩნდა. კომპაქტური გასათბობი პაკეტები უკვე მსურველების მოლოდინშია. ქართულ ბაზარზე ახალი, განსხვავებული და ამავე დროს პრაქტიკული პროდუქცია კომპანია – Hand warmers Georgia – ს გერმანიიდან შემოაქვს, კომპანიის წამომადგენელი “თბილისი თაიმსს” მომსახურებაზე და პროდუქციაზე დეტალურად ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, საიდან გაჩნდა იდეა საქართველოში ბაზარზე შემოსულიყო გერმანული “HEATPAXX”-ის კომპაქტური გასათბობი პაკეტები?
– Hand warmers Georgia კომპანია LOB (Lines Of Business) LLC-ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც დაარსდა 2017 წლის დასაწყისში. დაარსების დღიდან ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო ქართულ ბაზარზე შემოეტანა ახალი, განსხვავებული და ამავე დროს პრაქტიკული პროდუქცია და სერვისი. რამოდენიმე წელია უკვე მინი გასათბობი ბალიშები ევროპაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაშინ როცა საქართველოში ამის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცოდა… ჩვენი კომპანია გახდა გერმანული HEATPAXX OHG -ის ოფიციალური დილერი საქართველოში და შემოაქვს გერმანული წარმოების პრემიუმ ხარისხის ხელის, ფეხის და ტანის მინი გასათბობი პაკეტები. თბილი ბალიშები კომფორტულად თავსდება ხელთათმანსა და ჯიბეებში. იდეალურია სეირნობისას, თევზაობის დროს, ლაშქრობებისათვის, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ყველანაირი გარე აქტივობისათვის.
როგორ თბება HEATPAXX-ის პაკეტები?
– ფორმულა ძალიან მარტივია: რკინის ფხვნილის, წყლის, მარილის, აქტივირებული ნახშირისა და ვერმიკულიტის ურთიერთქმედება ჟანგბადთან ქმნის ეგზოთერმულ რეაქციას და წარმოშობს სითბოს. შემადგენლობა და სტრუქტურა იმდენად მარტივია, რომ მომავალში იგეგმება აღნიშნული სახის გასათბობი ბალიშების წარმოება საქართველოში.
მაქსიმუმ რამდენ გრადუსს ტემპერატურას უძლებს და რამდენი ხანი ძლებს?
– ყველა სახის ხელის, ფეხის თუ ტანის გასათბობი ბალიშები გახსნიდან დაახლოებით 15-20 წუთში აღწევს თავის მაქსიმალურ ტემპერატურას, გამათბობლის შესაბამისად: ცხელდება საშუალოდ 38 დან – 52 გრადუსამდე და ინარჩუნებს სითბოს 6-8 სთ განმავლობაში.
რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, გვესაუბრეთ “HEATPAXX”-ის უპირატესობებზე?
– გასათბობი ბალიშების ნატურალური შემცველობა სრულიად უსაფრთხო და უვნებელია. სხვა გამათბობლებისგან განსხვავებით, HeatPaxx-ის უმაღლესი ხარისხის გასათბობი ბალიშები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ევროპის ბაზარზე, რომლებიც წარმოებულია უშუალოდ გერმანიაში ყველა სტანდარტის დაცვით.
რამდენად ხელმისაწვდომი ფასი აქვს აღნიშნულ პროდუქტს და რამდენად მოთხოვნადია?
– ერთი პაკეტის ღირებულება, რომელშიც ორი ცალი გასათბობი ბალიშია შეადგენს 5 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის საკურორტო სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მოთხოვნა პროდუქციაზე უკვე არის. განსაკუთრებით რეგიონებიდან. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი პროდუქცია ძალიან პრაქტიკულია სიცივეში და გამოიყენება სეირნობისას, თევზაობისას, ნადირობისას და ა.შ. რაც დამატებით უფრო მოთხოვნადს ქმნის მას სამთო-სათხილამურო სეზონის დაწყებამდე. პროდუქციას ასევ აქტიურად იყენებენ მუსიკოსებიც.
ეკა წიკლაური