რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 48-ესაზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად დაბა ბაკურიანში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორისწარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა დაფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზეორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს,საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის ადგილზე ძველი ბიბლიოთეკის შენობა იყო განთავსებული, რომელიც 20 წელზემეტია, ავარიულ მდგომარეობაში იყო და აღარ ფუნქციონირებდა, წიგნები არასათანადო პირობებში ინახებოდა, რაც მათსაფრთხეს უქმნიდა. საზოგადოებრივი ცენტრის აშენების შემდეგ მათ განადგურების საფრთხე აღარ ემუქრებათ. აქუახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელქტრონულ და ახალ წიგნებთან ერთად ძველიბიბლიოთეკის ფონდიცაა დაცული.
ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლისსერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების(მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება; საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოსსერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობის მიმდებარედ) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ შორის,პენსიის მიღება) სერვისები. ამავე შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრებისოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატებიდა სხვ.
ბაკურიანის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. საქართველოს მასშტაბით მოქმედსაზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე მკვიდრი მოსახლეა დასაქმებული. ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-ზე მეტი სერვისი გაიცა.
ბაკურიანის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 47 საზოგადოებრივი ცენტრი ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში,გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში,მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში,შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში,მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში,ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარსა და თბილისში (გლდანში).