ვოლტერ სტივენსმა, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ,კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 28წევრი ქვეყნის ელჩების საქართველოში სტუმრობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისკიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს „ჩვენ ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგანვიცით, რომ საქართველო ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია რეგიონში“, -განაცხადა ვოლტერ სტივენსმა.
საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინსტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის ფარგლებშივოლტერ სტივენსმა დადებითად შეაფასა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა დარეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას ხაზი გაუსვა: „საქართველო არისჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში. მსურს აღვნიშნო ის უზარმაზარი ძალისხმევა, რაცსაქართველომ გასწია რეფორმების განხორციელების კუთხით ყველა მიმართულებით, მათ შორის ასოცირებისხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. ძალიან მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ქართველებს შეუძლიათისარგებლონ ვიზა ლიბერალიზაციით, რაც მოითხოვდა გარკვეული რეფორმების გატარებას და საქართველომნადვილად წარმატებით შეასრულა ეს“.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ელჩები პირადად გაეცნობიან საქართველოს მიერ გატარებულრეფორმებს და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ასევე მოინახულებენ ევროკავშირისმონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზს: „კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომსაქართველოს გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის დაცვა, სწორედ ამას ვაპირებთ ხვალ, როცა მოვინახულებთ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს,იმისთვის რომ ჩვენი თვალით ვიხილოთ ის პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ქმნის,“-განაცხადაევროკავშირის ელჩმა.
ვიზიტის ფარგლებში Pშჩ-ის ელჩები ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან,საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფომინისტრთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმოადგილესთან, ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
Discussion about this post