5 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა კარლა კაპაბლოს წიგნის პრეზენტაციას ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე: „Taste Georgia: A Food and Wine Journey in the Caucasus“.
ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და წიგნის ავტორმა კარლა კაპაბლომ. პრეზენტაციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ კარლა კაპაბლოს წიგნის რეცეპტებით მომზადებული კერძები და ქართული ღვინო.
აღსანიშნავია, რომ ქართული სამზარეულოს შესახებ წიგნის ავტორი ცნობილი ჟურნალისტია, რომლის სტატიები და ფოტო მასალა რეგულარულად ქვეყნდება მსოფლიო დონის ჟურნალ გაზეთებში. კარლა კაპაბლო ბოლო სამი წლის მანძილზე, წიგნის წერია პროცესში ხშირად სტუმრობდა საქართველოს.