• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, ივლისი 1, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home რელიგია
წუთისოფელი

წუთისოფელი

2017/10/11
in რელიგია
8 0
7
SHARES
100
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სოფელი, რაგინდ არანორმალურიო იყოს, ის ასპარეზია, სადაც ქრისტიანულ ცხოვრებას ვიწყებთ. რაოდენ სწორადაც უნდა ვცხოვრობდეთ, რაოდენ ჭეშმარიტი ქრისტიანული შინაარსითაც უნდა აღვივსებდეთ, ცხოვრებას, მაინც შეგვრჩება „მე“ – ს თაობის რაიმე ბეჭედი. საკმაო სიმდაბლე გვმართებს რათა ეს ვსცნოთ. ამითვე დავიწყოთ.

არსებობს ორი მცდარი დამოკიდებულება სულიერი ცხოვრებისადმი, რომელთაც მრავალნი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სანიმუშოდ მიიჩნევენ. პირველი უფრო გავრცელებული გულისხმობს, უბრალოდ, ჟამისაებრ სვლას – შეგუებას როკ მუსიკასთან, თანადროულ მოდებსა და გემოვნებებთან და ჯაზის ეპოქის საერთო რიტმთან. ხშირად ამგვარი ცხოვრებისგან შორეული, ძველმოდური მშობლებიც შემწყნარებელი ღიმილით უყურებენ, თუ ვითარ შეცვივიან შვილნი მათნი გულისთქმათა უცნაურთა და მავნებელთა.

ეს გზა ქრისტიანული ცხოვრების სრული გაცამტვერებაა, ეს არის სულის სიკვდილი. ზოგიერთნი ჯერაც ინარჩუნებენ გარეგნულ წესიერებას ამა სოფლი სულთან უბრძოლველად მაგრამ, შინაგანად ესენიც მკვდარნი ან მომაკვდავნი არიან, და, რაც ყველაზე უფრო სავალალოა, სანაცვლოდ მათი შვილები ზღავენ სხვადასხვაგვარი სულიერი აშლილობითა და სნეულებით, რომლებიც უმეტესად ვრცელდება. თავის მკვლელთა სექტამ, რომ ეგზომ ეფექტურად დაასრულა არსებობა ამ ოთხი წლის  წინ ჯოუნსთაუნში, მისი ერთ-ერთი ლიდერი ბერძენი მართლმადიდებელი მღვდლის ახალგაზრდა ქალიშვილი იყო. „ქისს“-ის მსგავსი სატანისტური როკ-ჯგუფები ყოფილი მართლამდიდებელი რუსი ჭაბუკებისგან შედგება… ეს ორიოდე თვალსაჩინო ნიმუშია. მართლამდიდებელთა უმრავლესობა ამ ზომამდე არ მიდიდს, ისინი ოდენ მისდევენ გარშემომყოფთ, გარემომცველ არაქრისტიანულ მსოფლიოს და ქრისტიანული  ცხოვრების უმცირეს სახედაც აღარავის ექმნებიან. ეს არასწორია, ქრისტიანი უცხო უნდა იყოს სოფლისგან – ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, რომლის შეძენაც აუცილებელია კაცის ქრისტიანად აღზრდისათვის. უიმისოდ ნურავინ მიიჩნევს თავს ქრისტიანად, მით უფრო მცდარია მეორე უკიდურესობაც, რომელსაც ცრუ სულიერება შეიძლება ეწოდოს. ჩვენს დროში, რა უმეტესად ხელმისაწვდომი ხდება სულიერი ცხოვრების ამსახველი მართლმადიდებელი ლიტერატურა და უმეტესად ვრცელდება სულიერი ბრძოლის გამომხატველი ტერმინოლოგია, მით უმეტესთა და უმეტესტათვის იქცევა ბჭობისა და განმარტების საგნად. ისიქაზმი, იესოს ლოცვა, ასკეტური ცხოვრება, მაღალთა შინა ლოცვით გება და უაღმატებულესი წმინდა მამები – სიმეონ ახალი ღრმთისმეტყველი, გრიგოლ პალამი, თუ გრიგოლ სინელი. ცხადია, თავისთავად ფრიად კარგია მართლმადიდებელი სულიერი ცხოვრების  ამ ჭეშმარიტად საზეო საკითხთა ცოდნაცა და იმ დიდ წმიდათა პატივისცემაც, რომელნიც თავად შედგომილ იყვნენ მას. ოღონდ უდიდესი სიფხიზლითა და სიმდაბლით თუ არ ვსცანით, რაოდენ შორსაა ჩვენ ყოველთგან  ისიქასტთა ღვაწლი და რაოდენ მოუმზადებელნი ვართ მასთან მისაახლოებლადაც კი, მაშინ ჩვენი მისდამი ლტოლვა დარჩება მორიგ გამოხატვად ჩვენი ეგოცენტრული პლასტსმასის ეპოქისა.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ორსავე უკიდურესობას უნდა ვერიდოთ – გამიწიერებასაც და გადაჭარბებულ  სულიერებასაც; გარნა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ამა სოფლის კანონიერი მოთხოვნები უგულვებელვყოთ, ხოლო მეორე მხრივ, ისიქაზმის დიდ მამათა პატივისცემა დავუტევოთ და მათი გონიერი სწავლებით სარგებლობაზე უარი ვთქვათ, ან ჩვენი შესაძლებლობისა და გარემოებათა შესაფერი იესოს ლოცვა  მოვიშალოთ. არა, ეს ყოველივე უნდა ვყოთ, ოღონდ ჩვენსავე დონეზე, მიწასთან ახლოს, საჭიროა (და დღესდღეობით ყოვლად აუცილებელია მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნისთვის), ნათლად შევიცნოთ, რა ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რაოდენ ცუდად გულისხმავყოთ და მცირედ ვგრძნობთ ჩვენს მართლმადიდებლობას, რაოდენ შორს ვართ არამცთუ გარდასულ დროთა წმიდათაგან, არამედა ასიოდე წლისწინ, გინდა ერთი თაობის წინ მცხოვრებ უბრალო მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან, და რაოდენი ძალა უნდა ვიხმართ, რომ აქ თუნდაც გავიტანოთ მართლმადიდებელ ქრისტიანებად.

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას

 

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2Share1

მსგავსი სტატიები

ეკლესიაში შესვლა შარვლებითა და შორტით – რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას 
ახალი ამბები

ეკლესიაში შესვლა შარვლებითა და შორტით – რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას
 

2022/06/27
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა
ახალი ამბები

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული
ახალი ამბები

ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული

2022/06/18
Next Post

სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს - გიორგი კვირიკაშვილი

მიტროპოლიტი პეტრე: დღევანდელი სინოდის სხდომა ეკლესიისთვის წინგადადგმული ნაბიჯია

მიტროპოლიტი პეტრე: დღევანდელი სინოდის სხდომა ეკლესიისთვის წინგადადგმული ნაბიჯია

ქიმიკატები მავნებელს და საჭირო მწერს, ფაროსანას და პეპელას ერთნაირად ანადგურებს

ფაროსანა დაავადების გადამტანი არ არის – პაატა იმნაძე

Discussion about this post

ახალი ამბები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი
ახალი ამბები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

2022/07/01
0

“ყოველ წუთს ყველაფერი იცვლება. ამიტომ, დღეს შეუძლებელია იმის პროგნოზი, რა იქნება ექვსი თვის შემდგომ”, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, მიხეილ ბახტაძემ...

სრულად
ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი

ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი

2022/07/01
კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია 

კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია 

2022/06/30
სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს, სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს – ასე ვიბრძვით – ზელენსკი

სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს, სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს – ასე ვიბრძვით – ზელენსკი

2022/06/30
ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ბორის ჯონსონი

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ბორის ჯონსონი

2022/06/30
თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი 

თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი 

2022/06/30
ესპანეთის პრემიერი: ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინას არ დატოვებენ 

ესპანეთის პრემიერი: ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინას არ დატოვებენ 

2022/06/30

საინტერესო

BBC: ბოლო ცნობები თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე – როგორია ნატოსა და ვაშინგტონის პოზიციები?!

BBC: ბოლო ცნობები თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე – როგორია ნატოსა და ვაშინგტონის პოზიციები?!

7 წელი ago
გერმანიამ საქართველო შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნად აღიაროს

გერმანიამ საქართველო შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნად აღიაროს

4 წელი ago
თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება

თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება

3 წელი ago

“არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს”

6 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • “ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი 2022/07/01
  • ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი 2022/07/01
  • კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია  2022/06/30

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In