• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, ივლისი 7, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
რატომ არ უნდა გავამჟღავნოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელებში?!

რატომ არ უნდა გავამჟღავნოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელებში?!

2017/10/13
in ექსკლუზივი
11 0
10
SHARES
138
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პერსონალური მონაცემების ხსენებისას, ალბათ, უმრავლესობას მხოლოდ სახელი, გვარი და პირადი ნომერი გაახსენდება, თუმცა პერსონალური მონაცემები ამ სამის გარდა კიდევ ბევრ რამეს მოიცავს. მაგალითად: ელექტრონული ფოსტა, ფიზიკური მახასიათებლები – წონა, სიმაღლე, რეზიუმე – რომელიც, თავის მხრივ, უამრავ პერსონალურ მონაცემს შეიცავს და სხვა.

სხვისი მონაცემების უკანონოდ მოპოვება განსაზღვრულია „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონში, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გაფრთხილების ან ჯარიმის სახით. ჯარიმის ოდენობა მერყეობს 100 ლარიდან 10 000 ლარამდე დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე. თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში პირი განმეორებით დაარღვევს კანონის მოთხოვნას, ფინანსური სანქციის ოდენობა 2-ჯერ ან 3-ჯერ იზრდება.

უფრო კონკრეტულად, რა არის პერსონალური მონაცემები, რატომ არ უნდა გავამჟღავნოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები და როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვის პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელებში? ამ და სხვა კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მიმართა.

რა არის პერსონალური მონაცემები? პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნება არის თუ არა სამართალდარღვევა?

– პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. მაგალითად: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტო, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ინტერნეტ-ბანკის პაროლი, სოციალური ქსელის ანგარიში, პირადი მიმოწერა. პერსონალური მონაცემია ჯანმრთელობის მდგომარეობა, პოლიტიკური შეხედულება, ინფორმაცია შემოსავლების, წარმომავლობის, ოჯახური მდგომარეობის შესახებ და სხვა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების მარტივად და დიდი მოცულობით დამუშავება.  ინფორმაციას თითოეული ჩვენგანის შესახებ აგროვებს, ინახავს და აანალიზებს, არაერთი საჯარო და კერძო ორგანიზაცია. იმისთვის, რომ ამ პროცესში მოქალაქის უფლებები დაცული იყოს და არ მოხდეს მონაცემთა უკანონოდ დამუშავება, სახელმწიფომ შეიმუშავა შესაბამისი რეგულაციები და შექმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს წესებს, საფუძვლებსა და პრინციპებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია მოქალაქეების მონაცემების დამუშავებისას. მათი გვერდის ავლით მონაცემთა შეგროვება, შენახვა, გამჟღავნება და გამოყენება კანონდარღვევაა და შეიძლება მოგვაყენოს, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი. მაგალითად, ჩვენი საბანკო მონაცემების გამჟღავნებამ შესაძლოა ფინანსურად დაგვაზარალოს, პირადი მიმოწერის გასაჯაროვების შედეგად კი შესაძლებელია მორალური ზიანი დადგეს. 

თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, მას შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ასევე სასამართლოს.

რამდენად გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მოთხოვნა ? ძირითადად რა სახის საჩივრებით მოდიან მოქალაქეები?

– ინსპექტორის აპარატში მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება. 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით შემოსულია 156 მოქალაქის განცხადება და შეტყობინება. ძირითადი საკითხებია: კრედიტინფოს მიერ მონაცემთა დამუშავება, პრობლემური აქტივების მართვის სამსახურების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება, ვიდეოთვალთვალი, პირდაპირი მარკეტინგი და ა.შ.

სარეკლამო კომპანიები ყოველდღიურად გვიგზავნიან მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. როგორ გვიკავშირდებიან ისინი? საიდან მოეპოვებათ ჩვენი პერსონალური მონაცემები, კონკრეტულად – ჩვენი მობილურის ნომრები?

– არსებობს პირდაპირი  მარკეტინგისთვის თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების რამდენიმე კანონიერი გზა. მაგალითად: ფასდაკლების ან დაგროვებითი ბარათის შევსებისას, თავად მიეცით კომპანიას ამაზე თანხმობა; პროდუქციის შეძენისას შეავსეთ საგარანტიო დოკუმენტი, სადაც მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი; თქვენ მობილურ ოპერატორს ნება დართეთ გამოეყენებინა თქვენი ტელეფონის ნომერი მისი პარტნიორი კომპანიების მარკეტინგული მიზნებისთვის; რომელიმე ვებ გვერდზე გაასაჯაროვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და სხვა.

აგრეთვე, არსებობს შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციები შემთხვევითობის პრინციპით ადგენენ რიცხვების თანმიმდევრობას და ამ პრინციპით აგზავნიან შეტყობინებებს.

კანონის თანახმად, სარეკლამო შეტყობინებას აუცილებლად თან უნდა ახლდეს უარის თქმის მექანიზმი, რომელიც უნდა მუშაობდეს გამართულად. თუ მექანიზმი არ მუშაობს, ან მოქალაქე მიიჩნევს, რომ მისი საკონტაქტო ინფორმაცია კანონიერი გზით არ არის მოპოვებული, მას შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც შეისწავლის საკითხს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს.

პირდაპირი მარკეტინგის შესახებ არსებული რეგულაციებისა და ამ კუთხით თქვენი უფლებების  შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

რატომ არ უნდა გავამჟღავნოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელებში? რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?

– თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის სოციალური ქსელები ქმნიან არაერთ ახალ შესაძლებლობას, თუმცა შესაძლებლობებთან ერთად არსებობს გამოწვევები და საფრთხეები. სოციალური ქსელების გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია როგორც შესაძლებლობების, ისე გამოწვევების შესახებ და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ნებისმიერი სახის სოციალურ ქსელში ინფორმაციის გაზიარებისას მომხმარებელი ამ ინფორმაციაზე კონტროლს კარგავს. საჯაროდ გაზიარებული მონაცემები, იქნება ეს ფოტო, მისამართი, ტელეფონის ნომერი თუ სხვა, ხელმისაწვდომი ხდება პირთა ფართო წრისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა მიზნით. შესაბამისად, სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამჟღავნებამდე სასურველია, რომ მომხმარებელი ყურადღებით მოეკიდოს შემდეგ გარემოებებს:

  • მონაცემების გასაჯაროების ფარგლები

სოციალური ქსელების უმრავლესობას აქვს ფუნქცია, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია, გააკონტროლოს თუ ვის უზიარებს მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ვებგვერდზე არსებული კონფიდენციალურობის პარამეტრები იძლევა გაზიარებულ ინფორმაციაზე წვდომისშეზღუდვის შესაძლებლობას. მაგალითად, აღნიშნული პარამეტრების გამოყენებით შესაძლებელია ფოტოს გაზიარება მხოლოდ პირთა ვიწრო წრისთვის.

  • თაღლითური სქემები.

თაღლითები ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებში ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ამიტომ, მომხმარებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი სოციალურ ქსელში ისეთი ინფორმაციის განთავსებისგან, როგორიცაა პირადი ნომერი, პასპორტის მონაცემები და ა.შ.

  • საეჭვო ჯგუფები.

ასეთი ჯგუფების მეშვეობით ხშირად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და მავნე კოდის შემცველი ბმულები.

  • მესამე პირთა ინფორმაციის გამჟღავნება.

სხვა პირთა პირადი ინფორმაციის გაზიარებამდე მიზანშეწონილია მომხმარებელმა მიიღოს მათი თანხმობა.

ასევე  მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში რეგისტრაციისას მომხმარებელი ყურადღებით გაეცნოს წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

უფრო დეტალურად, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ინსპექტორის რეკომენდაციებში.  ასევე გაეცნოთ რჩევებს რუბრიკაში ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები.

როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვთა პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელებში ? რა უნდა იცოდნენ მათ?

– ყველას აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის ბავშვებსაც. თუმცა, მათ, ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებით, საკუთარი უფლებების დაცვა ხშირად დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაზე მათმა მშობლებმა უნდა იზრუნონ. მშობელმა უნდა იცოდეს, რა არის მისი შვილის პერსონალური მონაცემები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ მონაცემების უკანონოდ გამოყენებას.

სოციალურ ქსელებში ინფორმაცია მარტივად ვრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ვაკონტროლოთ. ჩვენი შვილების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ინფორმაცია მისი სკოლის, განრიგის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ინტერესების, მეგობრების შესახებ შესაძლოა გარეშე პირმა არაერთი მიზნით, მათ შორის ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად გამოიყენოს.

ბავშვის ფოტოების გაზიარებამდე მნიშვნელოვანია მშობელმა გაითვალისწინოს შვილის ინტერესები და თავი შეიკავოს, მაგალითად, შიშველი ფოტოების გამოქვეყნებისგან. ერთი მხრივ, შესაძლოა ეს თავად ბავშვისთვის იყოს უსიამოვნო, მეორე მხრივ კი უცნობია, რა მიზნით შეიძლება გამოიყენონ ფოტოები გარეშე პირებმა. 

მნიშვნელოვანია, მშობელმა გააფრთხილოს ნათესავები, მეგობრები და სხვა პირები, რომ მათი ნებართვის გარეშე, ბავშვის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არ გაავრცელონ.
რადგან თუ თავად ვერიდებით ბავშვის ფოტოების ატვირთვასა და მასზე ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ამას ჩვენი ახლობლები აკეთებენ, შესაბამისად, ჩვენ მიერ მიღებული პრევენციული ღონისძიებები აზრს კარგავს.

იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ დაირღვევა თქვენი შვილის უფლებები,  შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, ან მიიღოთ კონსულტაცია. ჩვენთან დაკავშირება მარტივია: ამის გაკეთება შეგიძლიათ ტელეფონით:  2 42 1000; ელექტრონული ფოსტით: office@pdp.ge; ფეისბუქის გვერდზე: www.facebook.comმისამართზე: ნ. ვაჩნაძის N7

ნინი მაზიაშვილი

 

 

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3Share1

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post
თავდაცვის მინისტრი ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს გამართავს

ქართული წარმოების ჯავშანტექნიკას საუდის არაბეთი იყიდის

“რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება”

ნინო ბურჯანაძე: „ივანიშვილს ჰქონდა რესურსი მოეშორებინა სააკაშვილი უსისხლოდ, მაგრამ ვერ მოიშორა“

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი – გზა პროტესტანტიზმიდან მართლამადიდებლობამდე

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი - გზა პროტესტანტიზმიდან მართლამადიდებლობამდე

Discussion about this post

ახალი ამბები

როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში
ახალი ამბები

როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში

2022/07/06
0

რა არის კვებითი აშლილობა, რა იწვევს მას და როგორ გამოიხატება ადამიანებში - შეიძლება ითქვას, ეს საკითხი მიმდინარე საუკუნის ერთერთი მთავარი...

სრულად
ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

2022/07/06
უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

2022/07/06
საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

2022/07/06
ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

2022/07/05
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

2022/07/05
“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04

საინტერესო

სიახლე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – უკრაინულიბიბლიოთეკა გაიხსნა 

სიახლე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – უკრაინულიბიბლიოთეკა გაიხსნა 

5 თვის ago
თინა ხიდაშელი: “კულტურის სამინისტროში პრინციპულად სხვა ხედვის ადამიანი მოდის”

„ყველაზე მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს“

6 წელი ago
 „ამ დარტყმას რუსეთის დაზვერვა მრავალი წლის განმავლობაში იგრძნობს“ , – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 „ამ დარტყმას რუსეთის დაზვერვა მრავალი წლის განმავლობაში იგრძნობს“ , – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

4 წელი ago

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

6 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში 2022/07/06
  • ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის  2022/07/06
  • უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი 2022/07/06

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In