„სამშენებლო სამუშაოები 150 დღეში დაიწყება,როდესაც დასრულდება პროექტირება და გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო კომპანიებზე“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტის შესახებ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, „თბილქალაქპროექტის“ არქიტექტორმა ლევან სიამაშვილმა „მოამბის“ ეთერში ისაუბრა.
„ „თბილქალაქპროექტს“ საინტერესო პორტფოლიო აქვს, ეს არის სტადიონები ზუგდიდში,ლანჩხუთში, ურეკის ბულვარი, „მწვანე ბუდაპეშტი“. ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელეთ დავალებით, რაც პასუხობდა თანამედროვე ტელევიზიის გამოწვევებს. შენობა 22 ათას კვადრატზე განთავსდება და სულ 4-სართულიანი იქნება.
პროექტის ხერხემალი არის შიდა კიბე. ამ შენობაში კიბეს მხოლოდ გადაადგილების ფუნქცია არ ექნება. სართულებს შორის განთავსდება ე.წ ამფითეატრები ღია შეკრების ადგილები,სადაც თათბირის ჩატარება იქნება შესაძლებელი.
საინფორმაციო სამსახური, „ნიუსრუმი“ განთავსდება ბოლო 2 სართულზე. დაცულია მოთხოვნები,რომ ის უნდა ყოფილიყო ღია, საერთო სამუშაო სივრცით და მაქსიმალური განათებით“ , – განაცხადა ლევან სიამაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე
Discussion about this post