„ბევრი მითი ნატო-ს შესახებ მოდის საბჭოთა კავშირიდან და ის ჯერ კიდევ რჩება. ამ მითებს ავრცელებს რუსეთის უსაფრთხოების ორგანიზაციები და მიზანმიმართულად ავრცელებენ სიყალბეს, თითქოს ნატო არის საფრთხე და მტერი“ , – ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა.
„დეზინფორმაციის კამპანია და მისი სამიზნე ჯგუფია ადამიანები,რომლებსაც არ აქვთ ინფორმაციის წყარო, საკმარისი განათლება, არ აქვთ ინტერნეტი,ტელევიზია. ადამიანის ხასიათია,რომ ყოველთვის სჯერა ნეგატიური მითების. ისინი იყენებენ ამ სიტუაციას. საბჭოთა კავშირს ვინც მოესწრო, უკეთ ახსოვს წარსული და სჯერა,რომ შესაძლოა არსებობდეს ნატო-ს ალტერნატივა. მაღალი დონის მანიპულაციაა,თითქოს ნატო, დასავლეთი არის წყარო ნეგატივის, ბოროტების.
მნიშვნელოვანია,რომ გვახსოვდეს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან რუსული ძალები,მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნატო-ს კარი დახურულია. ეს არ არის ნატოს პოლიტიკა, რომ ხელი შეუშალოს დროებით ოკუპირებულ ქვეყნებს გაწევრიანებაში. 25 ოფიციალური წევრი ქვეყანა არის საქართველოში,როგორც ნატო-ს ოფისებში. თავდაცვის სამინისტროში, ეს მათი გადაწყვეტილებაა,რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ინტეგრაციის პროცესში.
ადამიანებმა რეალისტურად უნდა შეაფასონ სიტუაცია. არსებობს ტერიტორიული პრობლემები,მაგრამ არსებობს მზაობა,რომ ქვეყანამ მშვიდობიანად დაძლიოს პრობლემები და ალიანსი ენდობა ამაში საქართველოს. რუსები ამჟამად ინარჩუნებენ ძალაუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ვფიქრობ ინტეგრაციის პროცესში შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთს შორის“ , – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
მანანა ღოღობერიძე