საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას მეხანძრე-მაშველებისთვის ანაზღაურების ზრდის რეკომენდაციას აძლევა.
“შსს სამინიტრომ და მეხანძრე მაშველებმა წელს დიდი სამუშაო გასწიეს.მათ დაამტკიცეს რომ შეუძლიათ დადგნენ ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე. დღის წესრიგში დგება ამ სამსახურის ტექნიკური აღჭურვილობის გადაიარაღება. ვფიქრობ, ასევე რომ საჭიროა მეხანრძრე-მაშველებისთვის ანაზაღაურების ზრდა იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც ექნება საბიუჯეტო რესურსებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
საგამოძიებო ჯგუფმა 24 აგვისტოს მეხანძრეებისა და კრიზისების საბჭოს წევრთა ხელფასები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მეხანძრის საშუალო ხელფასი თბილისში 800 ლარია, რეგიონში კი 500.
გაირკვა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს შექმნიდან (2014 წლიდან) დღემდე მის დასაფინანსებლად 14,8 მილიონი ლარი დაიხარჯა. საბჭოში 72 ადამიანია დასაქმებული, 10 მაღალჩინოსანი კი, ყოველთვიურად ჯამში 23 900 ლარს იღებს.