სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
როგორც პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა, თანხით შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენას მოხმარდა. ასევე, მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ ღონისძიებებში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდა.