თბილისში, ვაჟა-ფშაველას N2-ში მდებარე მაღაზია “სპარში” მომხმარებელმა როშენის ფირმის შოკოლადი “ქენდი ნათსი” იყიდა, რომელშიც მატლები აღმოაჩინა. ამის შესახებ მომხმარებელმა ვებგვერდ momxmarebeli.ge-ს შეატყობინა. ვებგვერდის ადმინისტრაციამ ამ ბრენდის შოკოლადი ანალიზისთვის ლაბორატორიაში ჩააბარა.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედით, პროდუქტს აქვს ობი და შიგთავსში მატლები აღმოჩნდა.
momxmarebeli.ge-მ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მაღაზიაში გააგზავნეს.
Discussion about this post