სექტემბერში შრომისუნარიანი მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმი უმნიშვნელოდ 1,4 ლარით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში 167.4 ლარი იყო, სექტემბერში კი 168.8 ლარი. იანვრიდან კი საარსებო მინიმუმი 2,5 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემემით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი აგვისტოსთან შედარებით( 280.9 ) გაზრდილია 2.3 ლარით( 283.2), იანვრიდან სექტემბრამდე კი ზრდა 4. 3 ლარია. ერთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი სექტემბერში 149.5 ლარია, ხუთსულიასითვის კი 336.5 ლარი.