ნიდერლანდების სამეფოში არსებული ყველა ქვანახშირის ელექტროსადგური 2030 წლისთვის დაიხურება.
ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობამ კვირის დასაწყისში ამცნო საზოგადოებას, ქვანაშირის ელექტროსადგურების დახურვასთან ერთად, 2030 წლისთვის ასევე აიკრძალება ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანების მოძრაობაც. CLIMAT HOME-ის რეპორტიორის, მეგან დერბის ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფოში ქვანახშირის ის სამი ელექტროსადგურიც დაიხურება, რომლებიც 2015 წელს ახალი სტანდარტების დაცვით აშენდა, რათა გარემოსთვისა და ადამიანებისთვის ნაკლებად სახიფათო ყოფილიყო.
აკრძალვის გარდა, ქვეყანა აპირებს სხვა დამატებითი ბერკეტების გამოყენებას, მათ შორის ფინანსური და სასაზღვრო. ქვანახშირზე ფასის გაზრდასთან და ქვეყანაში მისი გატანა-შემოტანის რეგულაციებთან დაკავშირებით.
Economics and Financial Analysis (IEEFA) ინსტიტუტის ფინანსური სექტორის წარმომადგენლის, გერარდ ვაინის თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება დრამატულ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და ეს მდგომარეობა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ევროპის დანარჩენ ქვეყნებზეც.
სექტემბერში, ნიდერლანდების სამეფოს გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ქვეყნის ახალი ხედვაც,რომელიც მსოფლიოში კარბონის დიოქსიდის (CO2) შემცირებისა და შეცვლის შესახებ ახალ სტრატერგიას გვთავაზობს.
ცხადია, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურია საზოგადოების იმ ნაწილისთვის,რომლებიც კლიმატის ცვლილებების შედეგებსა და გარემოს დაბინძურების ფაქტებზე გვესაუბრებიან, ნიდერლანდების სამეფოს სურს მეტი გააკეთოს, წლის დასაწყისში მისი სურვილი იყო, რომ შეემცირებინა ემისიების რაოდენობა 49%-ით ქვეყანაში, და გაეზარდა ეს რიცხვი ყოველწლიურად 6%-ით.
წყარო: sciencealert.com
ნათია კეკენაძე