ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში აისახება.ევროპარლამენტარის განცხადებით, რომლიც მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისშემდგომ ჟურნალისტებთან გააკეთა, ევროპარლამენტი ეყრდნობა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პრინციპს,რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უფლება შეუერთდეს ევროკავშირს. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთსაქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეკომენდაციებში,ჩვენ ასევე მივუთითებთ 49-ე მუხლზე, რომ ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არსებობს პერსპექტივა გახდესევროკავშირის წევრი“-განაცხადა მან.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპალამენტარს საქართველოსმხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ძლიერხმას ევროპარლამენტში. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერმიღებულ რეკომენდაციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ დოკუმენტშიარსებული ცალკეული ინიციატივები ხელს შეუწყობს როგორც სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებასევროკავშირთან, ასევე ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვანროლს ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ისევე როგორც ქვეყნისსატრანზიტო მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარი საქართველოში მიიწვია.
მიხელ ჯანელიძე ბრიუსელს 2017 წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით სტუმრობს. იგი შეხვედრებს მართავსევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათაკომიტეტში.