• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, ივნისი 30, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პერსონა
“ძალიან რთული გზა იყო” – მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზაზა ოქროცვარიძე

“ძალიან რთული გზა იყო” – მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზაზა ოქროცვარიძე

2017/10/20
in პერსონა
17 0
15
SHARES
217
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სპორტზე საუბრის დროს, გვახსენდება ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი… სახეობები, რომელმაც  დიდი პოპულარობა მოიპოვეს და გულშემატკივართა სიყვარულიც დაიმსახურეს. თუმცა სპორტი თავისი მრავალფეროვნებით უამრავ საინტერესო მიმართულებას გვთავაზობს. ერთ–ერთი მათ შორის სპორტული ორთაბრძოლის სახეობა მკლავჭიდია, რომლის მთავარი მიზანი მეტოქისთვის მკლავის გადაწევას გულისხმობს. „თბილისის თაიმსი“ გაგაცნობთ ქართველ მკლავჭიდელ ზაზა ოქროცვარიძეს, რომელმაც შეძლო, რომ 23 წლის ასაკში გამხდარიყო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. სწორედ ის ისაუბრებს აღნიშნული სპორტის თავისებურებებზე და  ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის გაამჟღავნებს,  თუ რა უნარების ფლობაა საჭირო ამ სპორტში წარმატების მისაღწევად.  ინტერვიუში მკლავჭიდის ქართველი მსოფლიო ჩემპიონისგან დეტალურად შეიტყობთ,  როგორია შეჯიბრისთვის მოსამზადებელი პროცესი  და რა  სამომავლო გეგმები აქვს მას.

თუ შეგიძლიათ, მიამბეთ თქვენს შესახებ, სად დაიბადეთ, ამჟამად სად სწავლობთ, იყავით თუ არა ბავშვობიდან დაინტერესებული სპორტით?

– ქალაქ ახმეტაში დავიბადე, ბავშობიდან აქტიურად ვიყავი სპორტით დაკავებული, აღსანიშნავია, რომ და პარალელურად ვცეკვავდი ქართულ ქორეოგრაფიულ ცეკვას. ამის შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

პირველად რა ასაკში დაინტერესდით მკლავჭიდით და როგორ გაჩნდა სპორტის ეს სახეობა თქვენს ცხოვრებაში?

– პირველად 14 წლის ასაკში დავინტერესდი მკლავჭიდი. ინტერესი  და სიყვარული სპორტის ამ სახეობის მიმართ  ჩემი მწვრთნელის, გელა არაბულის, დამსახურებაა.

თუ შეგიძლიათ, მიამბოთ რა წარმატებას მიაღწიეთ სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც ასპარეზობთ და როგორი იყო ზაზა ოქროცვარიძისათვის გზა დასაწყისიდან ჩემპიონობამდე?

– ჩემი მთავარი მიღწევა მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპოინის ტიტულია. კარგად მახსოვს დასაწყისი ძალიან რთული გზა იყო, რადგან ჩვენს ქალაქში არ იყო მკლავჭიდის დარბაზი, რის გამოც მე და ჩემს მეგობრებს ხელნაკეთი ტრენაჟორებით ვარჯიში გვიწევდა.

მაინტერესებს, რით გამოირჩევა მკლავჭიდი სპორტის სხვა სახეობებისგან, რა სპეციფიკა ახასიათებს მას და როგორი უნარია საჭირო სპორტსმენისათვის, რომ ამ სპორტში წარმატებას მიაღწიოს? 

– შემიძლია ვთქვა, რომ მკლავჭიდი ურთულესი სპორტია იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ შედგება უმცირესი და უმნიშვნელოვანესი დეტალებისგან. ერთი არასწორი მოძრაობა და მარცხდები, შემდეგ კი  გიწევს მთელი წელი თავიდან ელოდო მსოფლიო ჩემპიონატს, მკლავჭიდში წამის მეასედში წყდება შენი წარმატების ბედი.სპორტსმენისთავის გასამარჯვებლად აუცილებელია, რომ ფიზიკურ მონაცემებთან ერთად გამოიყენოს გონებრივი რესურსი.

როგორია ქართველ მკლავჭიდელთა საჭიროებები დღესდღეობით, თქვენი აზრით რა რესურსების მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ სპორტის აღნიშნული სახეობა განვითარდეს, ვისგან ელიან ქართველი მკლავჭიდელები ხელშეწყობას? 

– ქართველ მკლავჭიდელებს, ისე როგორც სხვა ყველა სახეობის სპორტსმენს, სჭირდება ნორმალური ხელფასი და პირობა იმისთვის, რომ მთლიანად გადართული იყოს მომზადების პროცესზე და არ ფიქრობდეს სხვა გარე პრობლემებზე, რომელიც დამოკიდებულია და ეხება, როგორც სახელწიფოს, ასევე,  სპორტის სამინისტროზე.

თქვენ, როგორც პროფესიონალ მკლავჭიდელს რა უნარები გამოგიმუშავათ მკლავჭიდმა, რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში სპორტს? 

– შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ბრძოლისუნარიანობა– თვისებებია, რომელიც უმთავრესად მკლავჭიდის დამსახურებით გამოვიმუშავე. პირადად მე სპორტით ვცხოვრობ და მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში.

თუ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი შეჯიბრი რომელი იყო და არსებობს თუ არა მეტოქე, რომელთან ერთადაც ასპარეზობის სურვილი გაქვთ?

– ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი ჩემთვის 2015 წლის მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც  მალაიზიის დედაქალაქში ჩატარდა, სწორედ ამ შეჯიბრზე მოვიპოვე ოქროს მედალი.

თუ შეგიძლიათ მიამბოთ, გარდა სპორტისა რით ხართ დაკავებული, სხვა ჰობი ხომ არ გაქვთ, როგორია ზაზა ოქროცვარიძის ცხოვრების რეჟიმი?

– გარდა სპორტისა, ვმუშაობ „prolife fitness“ დარბაზში – ინსტრუქტორად. საკმაოდ რთული და დატვირთული გრაფიკი მაქვს, ამიტომ თავისუფალ დროს ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავატარო დრო.

მაინტერესებს ვისგან იღებთ ყველაზე ხშირად რჩევებს პროფესიულ საქმიანობაში და გახსენდებათ თუ არა ფრაზა, ან რჩევა, რომელიც თქვენს მოტივაციას მუდამ ზრდის?

– რჩევებს, რა თქმა უნდა, პირადი მწრვთნელისგან ვიღებ ყოველთვის და ვცდილობ, გავითვალისწინო ეს რჩევები. ჩემი სტიმული და მოტივაცია ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანებია, რომლებიც ჩემგან გამარჯვებას ელოდებიან.

სოციალურ ქსელში თქვენი ფოტოები გავრცელდა და საპირისპირო სქესის აქტიურობამაც არ დააყოვნა. რამდენად რომანტიკული ადამიანი ხართ ზოგადად და დაკავებული ხართ თუ არა ამჟამად?

– რომანტიკული ხასიათით არ გამოვირჩევი, ზოგადად უშუალო და პირდაპირი ვარ. ამჟამად დაკავებული არ ვარ.

თქვენი ასაკის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სპორტში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობთ, თუ შეგიძლიათ, რომ მიამბოთ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში?

– ჩემი სამომავლო გეგმები ისევ სპორტს უკავშირდება. არ ვაპირებ შეჩერებას, პირიქით, შევეცდები, უკეთესი შედეგები მქონდეს.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4Share2

მსგავსი სტატიები

მარიამ ბართია – კულინარიაზე: თავიდან ბოლომდე ამ სფეროში ვარ
ახალი ამბები

მარიამ ბართია – კულინარიაზე: თავიდან ბოლომდე ამ სფეროში ვარ

2022/06/27
„ვინტაჟურ სტილში შერეული მოდერნისტული ელემენტები არის ,,კრაველის,, დამახასიათებელი სტილი“
ახალი ამბები

„ვინტაჟურ სტილში შერეული მოდერნისტული ელემენტები არის ,,კრაველის,, დამახასიათებელი სტილი“

2022/06/16
„ქვის ხელოვნების შექმნა დავიწყე, დაახლოებით, 4 წლის წინ“ – დავით გოდელაძე
ახალი ამბები

„ქვის ხელოვნების შექმნა დავიწყე, დაახლოებით, 4 წლის წინ“ – დავით გოდელაძე

2022/06/12
Next Post
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

ომბუდსმენის ცნობით, კომპანიამ თანამშრომელს ორსულობის გამო ხელშეკრულება არ გაუგრძელა

“საინვესტიციო სესხები გაიცემა მემცენარეობის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული საწარმოებისთვის”

2017 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

,ე.წ. „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოწვევა ევროპარლამენტში სასაცილოა და მას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს,"- ევროპარლამენტარი

Discussion about this post

ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 
ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 

2022/06/29
0

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა, რის შედეგადაც ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო...

სრულად
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

2022/06/29
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

2022/06/29
გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

2022/06/29
ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა 

ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა 

2022/06/29
თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას 

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას 

2022/06/29
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს 

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს 

2022/06/28

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

8 წელი ago
50 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები სომხეთის მოქალაქეს უკანონოდ შემოჰქონდა

50 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები სომხეთის მოქალაქეს უკანონოდ შემოჰქონდა

7 წელი ago

გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდი

6 წელი ago
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ შეთანხმებას აქვეყნებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ შეთანხმებას აქვეყნებს

4 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა  2022/06/29
  • „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის?  2022/06/29
  • ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა 2022/06/29

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In