ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი ე.წ.„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ ბრიუსელში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა შეუძლებელია ცალკეულ წევრებს კერძოპირების მოპატიჟება აეკრძალოთ, მაგრამ მსგავს ქმედებებს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და შესაბამისადევროპარლამენტის პოზიციაზე გავლენას არ ახდენს, “ჩემთვის ცნობილია ე.წ. „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის“ მოწვევის შესახებ. ეს სასაცილოა და არ აქვს არანირი პოლიტიკური მნიშვნელობა.
ეს ადამიანები არ წარმოადგენენლეგიტიმურ სტრუქტურას და ის კოლეგები, რომლებიც ცდილობენ ამ შთაბეჭდილების შექმნას წარმოადგენენ ძალიანპატარა ჯგუფს, რომელიც ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე“, აღნიშნაევროპარლამენტარმა გალერმა.
Discussion about this post