„მარგველაშვილი შემთხვევით მოხვედრილი პრეზიდენტია ამ თანამდებობაზე და ყველა მისი ნაბიჯი ამას ადასტურებს. თუ დოკუმენტი არ ვარგა, ერთპარტიულია მასში მრავალი ნაღმი დევს, არც ხელმოწერით არ უნდა დაედასტურებინა“ , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.
მარგველაშვილი საბოლოო ჯამში არის არათანმიმდევრული პოლიტიკოსი, უხერხემლოა, უმარილოა. საბოლოოდ გვაქვს კონსტიტუცია,რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს. რატო თამაშობენ ამ გაუგებარ პინგ-პონგს. შეუძლებელია ამ ადამიანის მოქმედებებში დაინახო ლოგიკა.
ხაზი უნდა გავუსვათ არა იმას, ვინ მოაწერა ხელი, არამედ რას მოაწერა ხელი.კონსტიტუცია სავსეა ბევრი შორი მოქმედების ნაღმით,რომელიც თანდათან გამოჩნდება. ივანიშვილს სჭირდება ეს მთავრობა, მისთვის 5-იანზე მუშაობენ. ერთადერთი,რასაც ასრულებენ არის,როცა ივანიშვილს ეხება საქმე. სხვა შემთხვევაში 2 საათზე გამგებელს ვერ ნახავთ თავის ადგილზე. ერთვება პოლიტიკაში თუ არა, „ქართული ოცნების“ ზედნაშენია, მათი მამამარჩენალი. ეს მთავრობა მუშაობს, აზროვნებს, მომავალს გეგმავს, წარსულს განიხილავს, ამათი ალფა და ომეგა არის ბიძინა ივანიშვილი. კალაძეც გაქრება როგორც შარშანდელი თოვლი, თუ ამას მოინდომებს ივანიშვილი.
კალაძე ლიდერობს,ეს ფაქტია. გამიჭირდება მარჩიელობა, თუმცა მგონია რომ მეორე ტური იქნება გარდაუვალი. იმედი მაქვს,რომ მეორე ტურში ვიხილავთ ელენე ხოშტარიას. ჩვენი ყველა ოპოზიციური პარტიის ვალია,რომ დადგეს მეორე ტური. ღიად პრორუსული ხაზის პარტიებს მხარს ვერ დავუჭერ, მოსახლეობას ღალატისკენ ვერ მოვუწოდებ. თუმცა, სხვა ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს“ , – განაცხადა გიგი უგულავამ.
მანანა ღოღობერიძე