სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, შემდეგნაირად გამოვიყენე: ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი 3 ბიულეტენს – ღია ცისფერს, ვარდისფერსა და ღია მწვანე ფერის ბიულეტენებს მიიღებს. ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის, რითაც ამომრჩეველი საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ღია მწვანე ფერის ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის მერის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.