„მგონია,რომ დედაქალაქში არჩევნები პირველ ტურში დასრულდება. ბაქი-ბუქი არ არის საჭირო, საკმაოდ ძლიერი კანდიდატები გვყავს“ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, გია ვოლსკიმ „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია,რომ ჩატარდეს სამართლიანი, მოწესრიგებული არჩევნები და არ მივცეთ ქაოსის საშუალება ადამიანებს,რომლებიც გამეტებით უტევენ ხელისუფლებას. ქვეყანა უნდა გასწორდეს წელში და შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ეს ზოგადი სიტყვებია, მაგრამ იმ მასშტაბის პროექტებია თვალსაჩინო, ოპოზიციისგან განსხვავებით ეს არის რესურსი,რომელიც ქვეყანას გადაარჩენს. როგორ შეიძლება ამდენი დამკვირვებლის პირობებში, ვინმემ ისაუბროს შესაძლო პრობლემებზე,რასაც გაყალბება ჰქვია.
ქვეყანა არის მსოფლიო ომის პირობებში მოვლენების ეპიცენტრში და მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას. საგარეო პოლიტიკაზე აბსოლუტურად არაკომპეტენტურად ლაპარაკობენ. მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს ისეთ კონფრონტაციურ ურთიერთობას რუსეთთან,რომ ქვეყანა ნანგრევებად შეიძლება იქცეს.
ნარმანიას რომ შავი პიარი შეუქმნეს, არ ნიშნავს,რომ პროექტები არ განხორციელებულა. ძირითადად კანდიდატების პროგრამები ერთი მიმართულებისაა, განსხვავება არ არის. თუმცა მათ წყევლა-კრულვის გარდა არაფერი იციან, შესაბამისად მნიშვნელოვანი უპირატესობა არის კახა კალაძის“ , – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მანანა ღოღობერიძე