დღეს, სასტუმროში „Holiday inn“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის ხელშეწყობით, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკურ-საფინანსო სფეროში დანაშაულებათა შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და მონაცემთა დამუშავება“.
კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
მონაწილეთა შორის არიან საფრანგეთის, ავსტრიის, შვედეთის, ჰოლანდიის, ისრაელის, თურქეთის, უკრაინის, ლიტვის, აზერბაიჯანის და სომხეთის ანალოგიური უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე ევროპოლის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ექსპერტები.
19.09.13