ერთ-ერთი ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, მერის ასარჩევად მეორე ტურის აუცილებლობა არ არის.
მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია.
ეგზიტპოლი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ედისონ რისერჩმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა.
პირველი არხი ელოდება ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს, რომელიც დაახლოებით ღამის 12:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. წელს კი პირველმა არხმა საკუთარი ეგზიტპოლის ჩატარებაზე უარი თქვა.
Discussion about this post