თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება:
გორგასლის ქუჩაზე კრწანისის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით;
კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფ. ლესელიძის ქუჩა);
თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე;
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი);
გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე;
მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე;
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე;
ბაქოს ქუჩაზე;
ზაარბრიუკენის მოედანზე;
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით;
შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები:
ვაკისა და საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გმირთა მოედანზე დაასრულებს;
ავტობუსები: N31 და N37 გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის მეშვეობით მ. „ავლაბართან“ გაივლიან. შემდეგ, N37 ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით მოძრაობას აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს, ხოლო – N31 ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩაზე ჩაუხვევს და 300 არაგველის ხიდით კრწანისის მოედანსა და გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება;
საზოგადოებრივი ტრანსპორტის კატეგორია, რომელიც ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, კრწანისის მოედნიდან 300 არაგველის ხიდით იალბუზისა და წინანდლის ქუჩებზე გაივლის, შემდეგ მოძრაობას განაგრძობს ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება;
ცოტნე დადიანის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები გაივლიან გიორგი ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან;
ავლაბრიდან მ. „დიდუბისკენ“ გადაადგილებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპირო და გიორგი ცაბაძისა და გენერალ კვინიტაძის ქუჩები;
ავტობუსების მარშრუტების დროებითი სქემების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22.