2017 წელს, პროფესიული განათლების პროგრამებზე 13 412 პირი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1100-ით აღემატება. მსურველებს 100–ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე შეეძლოთ დარეგისტრირება. რეგისტრაციის გავლა შეეძლოთ მათ, ვისაც მინიმუმ 9 კლასი აქვს დამთავრებული, ზედა ასაკობრივი ზღვარი კი შეზღუდული არ არის. შეტანილი განცხადებების მიხედვით, მზარეულის სპეციალობა ლიდერობს. ასევე, მაღალი აქტვობით გამოირჩევიან მომავალი ბუღალტრები და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები.
მკითხველს შევახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 4 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. რაც შეეხება საშემოდგომო მიღებისთვის საჭირო ტესტირებას, 29 ოქტომბერს ჩატარდება.
ნინო ზარიძე