კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შეამცირა.
როგორც კომპანიიდან “თბილისი თაიმსს” აცნობეს, კომისიამ ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების დროს მომავალზე ორიენტირებული ნაზარდი დანახარჯების „BU LRIC“ მეთოდოლოგია გამოიყენა.
აღნიშნული მეთოდოლოგიის ფარგლებში საქართველოში პირველად გაიმიჯნა სატელეფონო მომსახურების ბაზრებზე ზარის წამოწყების და ზარის დასრულების მომსახურებები და ამ მომსახურებებზე „BU LRIC“ მოდელით გაანგარიშებული ტარიფები დადგინდა.
დღეს არსებული სატარიფო რეგულირებით ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურებაზე (ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) ზედა ზღვრული ტარიფი – 2 თეთრს შეადგენს წუთზე, გადასახადების ჩათვლით. ხოლო მობილურ ქსელში – 3,5 თეთრს გადასახადების ჩათვლით.
კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის (ურთირთჩართვის) ტარიფი ეტაპობრივად შემცირდება.
ტარიფი პირველად 2018 წლის 1 ივლისს შემცირდა, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
Discussion about this post