„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ“, – აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატების“ ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გოგი წულაია. ეს განცხადება წულაიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
„ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ „გავაბედნიერებ“, – აცხადებს წულაია.
მედიასთან გოგი წულაიამ პოლიტიკური ტაიმაუტის აღების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა