ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის მოწესრიგება 500-იდან 1000 ლარამდე ეღირება, ზოგიერთ მანქანის შემთხვევაში კი ფასმა შესაძლოა 1500 ლარსაც გადააჭარბოს.
სავალდებულო ტექდათვალიერებისას მძღოლს წესრიგში უნდა ჰქობდეს მანქანის სხვადასხვა ნაწილები: კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე სისტემა, ფარები და სხვ. საშუალოდ, 2007 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანის წესრიგში მოსაყვანად ოპტიმალური ხარჯი დაახლოებით 500 ლარი იქნება, მაგრამ თუ ის 20 წელზე მეტი ხნისაა, 1000 ლარი და უფრო მეტიც კი იქნება სჭირო. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მანქანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება. რაც შეეხება ტექდათვალიერების ფასს, დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება.
წყარო: გაზეთი “რეზონანსი”
ნინო ზარიძე