• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, ივლისი 6, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home რელიგია
საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია დაბრძანებული

საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია დაბრძანებული

2017/10/27
in რელიგია
16 0
14
SHARES
206
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, იმპერატორ თეოფილეს მეფობიდან იღებს სათავეს, როდესაც ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა.

ივერიის ღვთისმშობელიბიზანტიის კეისრის ჯარისკაცებმა და ქვეშევრდომებმა ხატების დევნა დაიწყეს. მეფის ბრძანებით, ყველა ქალაქსა და სოფელში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. სასტიკად აოხრებდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებლებს, არბევდნენ სიწმინდეებს, ხატებს.ამ დროს ქალაქ ნიკეაში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვა. ერთ–ერთმა მათგანმა მას მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემული მხედარი, გადმოცემის მიხედვით, მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. დანარჩენ მხედრებს ქვრივი შეევედრა და ფულსაც დაჰპირდა, ოღონდ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. შემდეგ ზღვის პირას წაიღო. იქ მიწაზე დაემხო და სთხოვა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისაგან, ხოლო თავისი წმინდა ხატი – ზღვაში დანთქმისგან. ემთხვია ხატს და ზღვაში შეაცურა. დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე პირდაპირ აღიმართა და დასავლეთისკენ გაცურა.

ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა წმიდა ქალწულს და შვილს შეევედრა, გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში. ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც შემდგომში ივერთა ქართული მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმიდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია.

მას შემდგომ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით, ზღვამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ შეღამებისას ათონის ივერონის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომლის წვერიც ცას იყო მიწვდენილი. ხილვა რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში მეორდებოდა. სხვადასხვა მონასტრიდან მეუდაბნოეებმა სანაპიროს მიაშურეს და დაინახეს, რომ სვეტი წყალზეაღმართულ ღვთისმშობლის ხატს ედგა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ, უფრო მეტად შორდებოდა ნაპირს. ივერიის მონასტრის ბერები ტაძარში შეგროვდნენ და ცრემლით ევედრებოდნენ ღმერთს, რომ სასწაულებრივად მოვლენილი ხატი მათთვის მიეძღვნა. ამ დროისთვის ივერიის სავანეში იმყოფებოდა ღვთისმოსავი ქართველი ბერი გაბრიელი, რომელიც ცხოვრობდა “ვითარცა მიწისა ანგელოსი და ზეცისა კაცი”.

ზაფხულობით მიუვალ კლდეებში მკვიდრობდა, ზამთრობით კი – მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა.ღვთისმშობელი სხვა საზრდელს პირს არ აკარებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმიდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: “შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი.” გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში, საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: “მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო”. მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება “პორტაიტისად”, ანუ “კარიბჭის მცველად”.

ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და ამიტომ ხატს “ივერიის ღმრთისმშობელსაც” უწოდებენ. ხატის წინ ანთია დიდი, მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელისა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე:

ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმიდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურგია აღესრულება.

საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია დაბრძანებული.

სიონის ივერიის ღვთისმშობელისიონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს. პორტაიტისას ასლი წმიდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად.

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.

ხატი დაბრძანებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი– ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული, მდებარეობს ბოდბის დედათა მონასტერში წმიდა ნინოს საფლავზე. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. იგი მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი – სამთავროს მონასტრის ივერიის ღვთისმშობელიხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა: “განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის “სამთავროს” ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1919 წ.”

წყარო: ambioni.ge

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4Share1

მსგავსი სტატიები

ეკლესიაში შესვლა შარვლებითა და შორტით – რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას 
ახალი ამბები

ეკლესიაში შესვლა შარვლებითა და შორტით – რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას
 

2022/06/27
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა
ახალი ამბები

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული
ახალი ამბები

ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული

2022/06/18
Next Post
ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დასრულდა

ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დასრულდა

აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართავს

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა იქმნება

ვიზიტორთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა

Discussion about this post

ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 
ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

2022/07/06
0

ლევან დავითაშვილის განცხადებით, წყალტუბოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თითოეული შენობა იყოს სრულად რეაბილიტირებული, მიმზიდველი და ზოგადად საცხოვრებელი კომპლექსების განვითარება...

სრულად
უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

2022/07/06
საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

2022/07/06
ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

2022/07/05
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

2022/07/05
“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04
“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

2022/07/04

საინტერესო

მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

7 წელი ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

5 წელი ago
თამარ ტალიაშვილი: “ეს დადგენილება ევრო-ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”

თამარ ტალიაშვილი: “ეს დადგენილება ევრო-ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”

7 წელი ago

მაი ფანჯიკიძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს

8 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის  2022/07/06
  • უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი 2022/07/06
  • საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს   2022/07/06

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In