ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას სეზონურობის ფაქტორებსა და მოლოდინებს უკავშირებს, ამასთან გახარიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლარი გამყარდება. ვალუტის გაუფასურების შესახებ მან პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. ამის შესახებ 1tv წერს.
“შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოქნილები”,- თქვა გიორგი გახარიამ.
31 ოქტომბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6112 ლარია.
Discussion about this post