ჩინეთმა ქვეყანაში არსებული ფაბრიკების 40%-ის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა გააკეთა. მინისტრის თქმით, „ეს რთულადმისაღწევი მიზანი იქნება და ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა,რათა მივაღწიოთ მას.“
ჩინეთმა გარემოს დაცვაზე ზრუნვა 2013 წლიდან დაიწყო მოსახლეობის მოთხოვნით, ქვეყნის მოქალაქეებმა გამონაბოლქვისგან ქალაქების დასუფთავება პირველ მოთხოვნად დაასახელეს.
ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ზოგიერთ პროვინციაში პროტესტი მოჰყვა. ქვეყანამ 2017 წლის დასაწყისში წლის ბოლომდე ჰაერის დაბინძურების დონის 10%-იანი შემცირება განიზრახა. პროექტს „დავუბრუნოთ ჩინეთს ლურჯი ცა“ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სპეციალური კომისია,რომელიც სამინისტრომ წლის დასაწყისში შექმნა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის პროგრამას ამუშავებდა. ინსპექტირებაში ჩართული იყო 5,6 ათასი თანამშრომელი.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ქვეყანაში არსებულ დიდ საწარმოებში ჩატარებული ინსპექციების შედეგები ეკოლოგიური სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. რის შედეგადაც გამოვლინდა,რომ ამ საწარმოების 70%-ზე მეტი სტანდარტებს არღვევს.
2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით არსებული 13 785 საწარმოში ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო უხარისხო მოწყობილობები იყო დამონტაჟებული და გამონაბოლქვი,შესაბამისად, აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. სამინისტროს ცნობით, ეს კომპანიები წლების განმავლობაში ინფორმაციას მალავდნენ და გაყალბებულ მონაცემებს აწვდიდნენ ხელისუფლებას.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ისიც,რომ ქვეყანაში წლის დასაწყისში გატარებული ახალი რეფორმების რეგიონთაშორისო გარემოს დაცვის მენეჯმენტის დაგეგმვასაც უკავშირდება. ეს რეფორმა ითვალისწინებს, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ზედმხედველობის ნაკლებობას და გარემოს დაცვის ორგანიზაციების მოვალეობების ინტერვენციას. ამ რეფორმით, პროვინციული დონის გარემოს დაცვის განყოფილებები უშუალოდ იქნებიან პასუხისმგებელნი ქალაქისს განვითარების დონესა და ბიუჯეტის განაწილებას. გარემოს დაცვის ბიუროებს კი ზედამხედველობის ორგანოები ჩაანაცვლებს.
წყარო: futurism.com
ნათია კეკენაძე