„ფორმალურად კანონიერია ადგილობრივი მწარმოებლის ან იმპორტიორის ქმედება. თუმცა ხარვეზი არის,რომ მნიშვნელოვანია განსხვავება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტების დაბეგვრას შორის, ამიტომ ასეთი ფორმით მოხდა ფილტრიანის უფილტროს სახით გაყიდვა“ , – ამის შესახებ ეკონომისტმა ლაშა გოცირიძემ „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა,
„მე სიუჟეტში წარვადგინე სტატისტიკური ინფორმაცია. თუ 2016 წელს 9 თვეში უფილტრო სიგარეტებზე გაცემული აქციზები იყო 7%, 2017 წელს იმავე პერიოდში გაიზარდა 20%-მდე. სიუჟეტში ბრალდება კონკრეტულ ადგილობრვ მწარმოებელზე არ ყოფილა. როგორც ჩანს ეს საკითხი იმდენად პრობლემურია, რომ მთელი გადაცემები ეძღვნება მის განხილვას. მწარმოებლები იხდიან უფილტრო სიგარეტის შესაბამის გადასახადებს. ამ ფორმით ბიუჯეტს უნდა მიეღო ბევრად მეტი თანხა, რაც არის დაახლოებით 50 მილიონი ლარი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, როდესაც 2018 წლის ბოუჯეტი განიხილეს, დაასახელეს,რომ დაახლოებით ამ რაოდენობის თანხის დაკლება მოხდა. 37 მილიონამდე აქციზური მარკა არის ჩანაცვლებული ფილტრიანიდან უფილტროზე, მათზე გადასახდელ თანხებს შორის სხვაობა არის დაახლოებით 50 მილიონი ლარი“ , – განაცხადა ლაშა გოცირიძემ.
მანანა ღოღობერიძე