ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას უკრაინაში დაკავების და ექსტრადირების პროცედურების შესახებ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„უკრაინის შიდა კანონმდებლობის მიხედვით ექსტრადირების პროცესი შესაძლებელია 1 წლამდე ვადით გაგრძელდეს. ველოდებით უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში წარდგეს მეგის ქარდავა საქართველოს კანონმდებლობის წინაშე. მაქსიმალური ვადა საექსტრადიციო პატიმრობისთვის არის ერთი წელი.
საქართველოს პროკურატურამ მოაგროვა და წარადგინა პატიმრობის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი და იმედი გვაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ, მოლოდინის რეჟიმში ვართ. მეგის ქარდავა 5 სისხლის სამართლის საქმით დამნაშავედ არის ცნობილი და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მისი უკრაინაში ყოფნის პერიოდი ჩაითვლება სასჯელის ვადად, ხოლო სასამართლო განხილვები მისი დასწრების გარეშე ჩაივლის.
მაქსიმალური სასჯელი რასაც ის მოიხდის არის 9 წელი, თუმცა შესაძლოა ეს ვადა გაიზარდოს. მეგის ქარადავას წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში გამოცხადდა. პირველი შუამდგომლობა პროკურატურამ სერგო თეთრაძის წამების შემდეგ დააყენა. ზუსტად ვერ ვიტყვით რამდენი წელი გაატარა მან უკრაინაში“ , – განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე