„ფასების ცვალებადობა ორ ჯგუფში შეინიშნება, ესენია სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, აქ ფასები დაახლეობით 7 %-ით გაიზარდა“ , – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.
„ფასები ძირითადად გაზრდილია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 30 %-ით, 14 %-ით ხილზე, ხოლო 9 %-ით ხორცსა და ხორცპროდუქტებზე. მეორე ჯგუფია ტრანსპორტი,რომელშიც ფასები დაახლოებით 15 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. სამწუხაროდ საქსტატს არ შეუძლია პროგნოზის გაკეთება და ვერ ვიტყვით რა მდგომარეობა იქნება ნოემბერში“ , – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემაც ისაუბრა.
„კარგია,რომ წლევანდელ ბიუჯეტში მეტია დანახარჯები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაგრამ ზოგადად გვაქვს მყიფე ეკონომიკა. რაც შეეხება ინფლაციას, მთავარი მიზეზი არის არჩევნები, ბაზრის მონაწილეებმა ძირითადი თანხის აკუმულირება დოლარში მოახდინეს. მსხვილმა კომპანიებმა დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა შეიძინეს. თუმცა, ე.წ შემოდგომის სინდრომი როგორმე უნდა გადაილახოს და მოქალაქეებმა დანაზოგი ლარში გააკეთონ“ , – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
მანანა ღოღობერიძე