„2008 წელს მოსახლეობის 77% პროცენტი აფიქსირებდა ნატო-ს მხარდაჭერას, თუმცა ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ. დინამიკას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ეს რიცხვი ახლა დაახლოებით 61%-ია. არ ვიცით 50%-ს რომ ჩამოცდეს როგორ ქვეყანას მივიღებთ და როგორი სენტიმენტები თუ რიტორიკა გაჩნდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა.
„ „აირაის“ და „ენ-დი-აის“ კვლევებში აშკარაა ნატო-ს მხარდამჭერთა პროცენტული კლების ტენდენცია. ტელევიზიებიდან ანტიდასავლური რიტორიკა გვესმის, რომ ევროკავშირს არც არაფერი მოუტანია ჩვენთვის. ფიქრობენ,რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა რთულია, აზრი არ აქვს და შედარებით იოლია რუსულ ბაზარზე შეღწევა. ანტიდასავლური პროპაგანდის მაგალითია 2008 წელთან დაკავშირებული ბოდვა, რომ მე-6 ფლოტმა შემოგვიტანა მხოლოდ წყალი და პამპერსი, სამწუხაროდ ამას ადამიანები იჯერებენ.
საქართველო არის ზღურბლზე,რომ მივიღოთ „მაპი“. ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან. ხელისუფლებას ასევე შეუძლია იმის თქმა,რომ ევროკავშირი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამით გვეხმარება. მედიაში ისმის არა ჯეიმს აპატურაის კრიტიკული აზრი ე.წ სამმხრივ ფორმატზე, არამედ ადა მარშანიას სიტყვები. ჟურნალისტების, ხელისუფლების, ოპონენტების ერთიანი მიდგომა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. პუტინის მეორე ვადის ამოწურვამდე, ამ 6 წელში რუსეთი ცდილობს საქართველო გახადოს იმგვარი ქვეყანა,რომელიც აღარ დააინტერესებს დასავლეთს და იქნება მოწყვლადი“ , – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე