მსოფლიოს უდიდეს ავიაკომპანია Air France-ში გაკეთებული განცხადების თანახმად, კომპანიიდან 2800 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.
Air France-ის ხელმძღვანელები მუშათა პროფკავშირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სამსახურიდან დათხოვნა ”ნებაყოფლობითი” ფორმის იქნება.
კომპანიამ ბოლო ორი წლის მანძილზე 5 ათას 600 ადამიანი გაანთავისუფლა სამსახურიდან.
ფრანგულ კომპანიაში ამჟამად დრობით დასაქმებულებთან ერთად 100 ათას 700 ადამიანი მუშაობს.
Air France მომდევნო ორ წელიწადში ხარჯების 2 მილიარდი ევროთი შემცირებას გაგმავს. მისმა დავალიანებამ 2012 წელში 6,64 მილიარდ ევროს მიაღწია.
კომპანია ამ ზარალის 2014 წლის ბოლომდე 4,5 მილიარდ ევრომდე შემცირებას გეგმავს.
20.09.13
Discussion about this post