ქართლის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ 1609 წელს თურქები თავს დაესხნენ საქართველოს და გადაწვეს მანგლისის ახლოს სოფელი კველთა, იქაური მღვდელი თეოდორე კი შეიპყრეს და აწამეს რათა ლუარსაბ მეფის ადგილსამყოფელი გაეთქვა.
მღვდელი მტკიცედ იმეორებდა: „ არ გავცვლი საუკუნოს წამიერ ცხოვრებაზე და არ გავცვემ მეფესა და სამშობლოს.“ მან საპირისპირო გზით – გოსტიბისაკენ გაიტყუა მტერი და კვენადრის გზასთან მიიყვანა. როცა თურქები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ, თავი მოჰკვეთეს თევდორე მღვდელს და ის „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, წმინდანად შეირაცხა.
ამ დროს ხშირი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის მიმოსვლა. მეფის მოყვარე რუსმა მწიგნობარმა ამ მონათხრობის მიხედვით შეთხზა ლეგენდა ივანე სუსანინის თავგანწირვაზე, რომლის შესახბ არაფერი იცის მოსკოველმა მემატიანემ. „XIX საუკუნემდე, – ამბობს კოსტომაროვი, – რამდენადაც ცნობილია, არავის მოსვლია აზრად სუსანინი მეფის მხსნელად დაესახა და მისი გმირობა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად ჩაეთვალა.“
ამბავი ივანე სუსანინის შესახენ, რომელმაც მიხეილ თევდორე ძის მოსაკლავად შემართული პოლონელები სხვა მიმართულებით გაიტყუა და მეფის გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა, ისტორიკოს კოსტომაროვს გამონაგონად მიაჩნია.
მასალა ეკუთვნის
იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას