• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, ივნისი 30, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გიორგი მღებრიშვილი უწყების თანამშრომლებს მიმართვას და მადლობას უხდის

2017/11/14
in პოლიტიკა
1 0
7
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი facebook-ზე უწყების თანამშრომლებს მიმართვას და მადლობას უხდის.

“ჩემო პოლიციელებო, ძვირფასო მოქალაქეებო!
ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად და მემსახურა თქვენი უსაფრთხოებისთვის!
ეს იყო გამოწვევებით სავსე 2 წელი.

ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების, ჩემი თანამშრომლების და მათი ოჯახების წინაშე!

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის.
მადლობა ჩემს გუნდს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ჩემ მხარდამხარ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ ღირსეულად გავმკლავებოდით გამოწვევებს, განგვეხორციელებინა 21-ე საუკუნის პოლიციის იდეა. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მისი საფუძველი, ძლიერი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია.

ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და ბევრი ინოვაციური პროექტი დანერგა.

ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ყაიდის, მაღალტექნოლოგიური პოლიციისკენ და ამ რეფორმის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს.

• შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის ანალოგი სულ რამდენიმე, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშია.
• დაიწყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომლის პირველი შედეგები უკვე სახეზეა.
• 2017 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მაღალი დონის შეთანხმებას ევროპოლთან, რითაც საქართველოს შს სამინისტრო ევროპის საპოლიციო ოჯახის ნაწილი გახდა.
• საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის უპრეცედენტოდ გაფართოებამ, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო ორმხრივმა ურთიერთობებმა, პოლიციის ატაშეების დანიშვნამ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.
• სამინისტროს არაერთი დანაყოფი გაწევრიანდა პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებში.

• ახლახან ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ჩვენ მიერ დაწყებული პროექტები, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია.
• ჩვენი უცხოელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს ორგანიზებული დანაშაულის, ე.წ. „კანონიერი ქურდების“, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
• 2016 წელს შსს-ს საპატრულო პოლიციამ დაიწყო ახალი წარმატებული პროექტი – მოთხილამურე პატრული. სამთო-სათხილამურო პატრულებმა უკვე 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება.
• 2015-2017 წლებში „112“-მა, თავისი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისები დანერგა.
• მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სასაზღვრო პოლიციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, შსს-ს აკადემიაში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში… რომელთა ჩამოთვლითაც ახლა თავს არ შეგაწყენთ.
ვფიქრობ, უმჯობესია, გაკეთებული საქმეები პროფესიონალებმა შეაფასონ.

მე მჯერა ამ პროგრესის, დაწყებული რეფორმების შეუქცევადობის. მჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის სიტყვას ამბობს და მომავალშიც იტყვის ქვეყნის განვითარების საქმეში. მინდა, იცოდეთ, რომ ეს უწყება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია და მას თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მინდა, გთხოვოთ, უფრო მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა, მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი და მათი წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.
თქვენ უკან 40 ათასამდე ადამიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა ღირსეული და საქმისთვის გულანთებული პოლიციელია. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იდგებიან მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ვიცი, რომ თქვენც მათი იმედი გაქვთ, როცა საფრთხის პირისპირ რჩებით…

მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს… ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ 2 წელი მათთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს!

შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას კი წარმატებას ვუსურვებ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში. ის მაღალი დონის, პროფესიონალი მენეჯერია, პრინციპული პიროვნება და მჯერა, რომ იქნება ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი.”- ნათქვამია მღებრიშვილი მიმართვაში.

გუშინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. სამთავრობო ცვლილების თანახმად, შს სამინისტროს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 
ახალი ამბები

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 

2022/06/28
რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე
ახალი ამბები

რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე

2022/06/28
ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია – ლევან დავითაშვილი არახამიაზე
ახალი ამბები

ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია – ლევან დავითაშვილი არახამიაზე

2022/06/28
Next Post

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ვაშლები აღარ დარიგდება

ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება – მამუკა ბახტაძე

ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება - მამუკა ბახტაძე

როგორი სამოსი გაგახდუნებთ. სტილისტების საიდუმლო +size-ის გოგონებისთვის

როგორი სამოსი გაგახდუნებთ. სტილისტების საიდუმლო +size-ის გოგონებისთვის

Discussion about this post

ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 
ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 

2022/06/29
0

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა, რის შედეგადაც ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო...

სრულად
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

2022/06/29
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

2022/06/29
გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

2022/06/29
ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა 

ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა 

2022/06/29
თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას 

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას 

2022/06/29
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს 

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს 

2022/06/28

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

8 წელი ago

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონით აკრძალა ლგბტ პროპაგანდა

9 წელი ago
ნაციონალურ მოძრაობას კახა ბენდუქიძემ 5 555 ლარი 5-ჯერ გადაურიცხა

ნაციონალურ მოძრაობას კახა ბენდუქიძემ 5 555 ლარი 5-ჯერ გადაურიცხა

8 წელი ago
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

7 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა  2022/06/29
  • „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის?  2022/06/29
  • ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა 2022/06/29

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In