გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა.
2010-2014 წლებში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგოზე, საშუალოდ, 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. ეს შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.
საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებული ბავშვებიდან 28 887 ბიჭია, 27 682 კი – გოგო.
ნინო ზარიძე