მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ანალიზის თანახმად, საქართველოში ქალების 57.4% და კაცების 64,6% დაქორწინებულია. კაცები, საშუალოდ, 25 წლის ასაკში ქორწინდებიან, ქალები კი 22 წლის ასაკში. ადრეული ქორწინება კვლავ პრობლემად რჩება, ძირითადად, სოფლის დასახლებებში. თბილისში ადრეული ქორწინების რიცხვი ყველაზე მცირეა. რაც შეეხება განქორწინებას, აღმოჩნდა, რომ 30-59 წლის ასაკში უფრო მეტი ქალია განქორწინებული, ვიდრე კაცი, თუმცა, ხელახლა უფრო ხშირად კაცები ქორწინდებიან.
“ქვრივი კაცების სიმცირე და კაცების ხელახლა დაქორწინების უკეთესი შანსები, მეუღლესთან თანაცხოვრების მაჩვენებლების თვალსაზრისით, იწვევს სქესთა შორის სხვაობას“, – ნათქვამია 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზში.
ნინო ზარიძე