„სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ დასკვნა არის ერთი და სამწუხარო, მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით, ეს იყო იმ ტიპის ტერორისტული შეტევა, რომელიც ჩვენი მეზობლების და პარტნიორი ქვეყნების მიმართ ხორციელდება“ , – ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში ისაუბრა.
„საქართველოში 28 ნოემბერს დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიება აბრეშუმის გზის ფორუმი, მას არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკური პირი ესწრება, მათ შორის პრემიერმინისტრები. არ გამოვრიცხავ,რომ ეს მზადება იყო დაკავშირებული ამ ფორუმთან. განსჯა მარტივია, შეგვიძლია ვთქვათ,რომ იქ რომ ვყოფილიყავი ქვას ქვაზე არ დავტოვებდი. ლოგიკა გვკარნახობს,რომ მოულოდნელობის ეფექტი დაკარგული იყო პირველი ნაბიჯების დროს. ასევე იმიტომ,რომ სავარაუდოდ ტერორისტები გაფრთხილდნენ მაშინ,როდესაც მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
ჯობდა რომ გარკვეული დარტყმა არ მიდგომოდა ქვეყნის პრესტიჟს, ასეთი შემთხვევები იყო საქარველოს უახლოეს ისტორიაში. მე მაქვს დაახლოებითი ორიენტირი ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ეს პირები. საინტერესო ლოგიკური ჯაჭვი იკვრება ჩატაევის ბოლო განცხადებიდან, რომელიც დაემუქრა საქართველოს, ასევე დაემთხვა კარასინის განცხადება,რომ საქართველოს სავიზო რეჟიმი არ შეუმსუბუქდება, რადგან აქ ტერორისტები არიან“ , – განაცხადა მამუკა არეშიძემ.