ძალზე მრავლის მეტყველია კავკასიის ხალხთა საშობაო ადათების გამოკვლევები, რის თაობაზეც იხილეთ საინტერესო სტატია ხახანაშვილის – „ახალი წლის აღნიშვნა ქართელებში“.
ალექსანდრე ხახანაშვილი: „სხვათა შორის, აფხაზები ახალ წელს „კოლანდას“ ეძახიან, რის გამოც რომაულ კალანდეებთან შედარებას მნიშვნელობა ეკარგება.
ბოლო დროინდელი არქელოლოგიური გათხრებისას კავკასიაში აღმოჩენილი მსგავსი მონაცემები თვალსაჩინოდ ადასტურებს ამ ტერიტორიაზე მოსახლე ხალხთა უძველესი კუტურისა და სამხრეთ რუსეთში აღმოჩენილი მონაცემების სიახლოვეს. მეტისმეტად არ ჩავუღრმავდები ამ საკითს, რომელთა ნახვაც შეიძლებოდა ხარკოვის არქეოლოგიურ გამოფენაზე. ამ უძველესი კავკასიური ქოთნების არამარტო ფორმა, არამედ მასზე ამოტვიფრული ორნამენტებიც კი განსაცვიფრებლად ჰგავს ჩვენსას. ამგვარად, უახლესი ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე უნდა უკუ ვაგდოთ „коляды“ – ისა და „коледок“ – ის თაობაზე გავრცელებული ის აზრი, რომ ეს ადათი კლასიკური სამყაროდან მოდის ქრისტიანობასთან ერთად, რომლის საფარქვეშაც შემოვიდა კლასიკური ადათებიც და “коленд” -ის სიმღერებიც. ამ შემთხვევაში ხომ შეიძლება იმ ხალხს დავუკავშიროთ ეს მემკვიდრეობა, რომელიც უფრო შორს არიან ჩვენგან, მაგრამ წარმომავლობით უფრო ძველი და კულტურული სიახლოვე გვაკავშირებს.“
მასალა ეკუთვნის
იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას