ეს არის კუთხე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ენატრებათ საბერძნეთი, რომელთაც რაიმე შეხება ჰქონდათ ან აქვთ ამ ქვეყანასთან. მათთვის, ვისაც უნდა ემოციური სიახლოვე იგრძნოს დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან. ეს არის კუთხე მათთვის, რომლეთაც ემოციური დამოკიდებულება აქვთ ბერძნული სამზარეულოს მიმართ, ენატრებათ ბერძნული გირო და ბერძნული სანელებლების გამორჩეული გემო და არომატი. დაბოლოს, ეს არის კუთხე მათთვის, ვისაც უბრალოდ უნდა დააგემოვნოს ბერძული სამზარეულო, მოუსმინოს არაჩვეულებრივ მუსიკას და თავი ბერძნული სამყაროს პატარა ნაწილად წარმოიდგინოს.
Greek Point ქართულ ბაზარზე დაახლოებით რვა თვის წინ გამოჩნა და საბერძნეთში დახელოვნებული შეფმზარეულების მიერ მომზადებულ ტრადიციულ ბერძნულ კერძებს სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებს. „თბილისი თაიმსს“ Greek Point-ის დამფუძნებელი ალექსანდრე ჯორჯიკია ესაუბრა ბერძნული კუთხის წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
„ბავშვობიდან საბერძნეთში ვცხოვრობდი და შესაბამისად, ყოველთვის მქონდა ინტერესი ბერძნული სამზარეულოს მიმართ. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ქვეყანაში არ გვქონდა ბერძნული კუთხე. ადგილი,სადაც ნებისმიერი მსურველი, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ბერძნული კერძები და კულტურა ენატრებოდა დააგემოვნებდნენ შესაბამისი რეცეპტებითა და სანელებლებით მომზადებულ ბერძნულ კერძებს. ასე შევქმენით Greek Point-ბერძნული კულტურის მცირე ნაწილი.“
Greek Point ბერძნული სწრაფი კვების ობიექტია. როგორც, ალექსანდრე აღნიშნავს, მსგავსი სახის ბერძნული კუთხე პირველია საქართველოში. გამოირჩევა განსხვავებული ბერძნული საკვებია და მყუდრო გარემოთი.
„ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ჯანსაღი და ნატურალური პროდუქციით შექმნილ ბერძნულ კერძებს, რომლებიც სრულიად განსხვავდება ქართულ ბაზარზე არსებული საკვებისგან. საბერძნეთიდან ჩამოგვაქვს სპეციალურად ბერძნული სოუსები და სანელებლები, რომლების ნამდვილ ბერძნულ გემოს ანიჭებს საკვებს და გამორჩეულს ხდის ყველასგან.“
როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, Greek Point-მა მცირე დროში შეძლო მომხმარებლების სიყვარულის მოპოვება და დღეს ბაზარზე საკმაოდ წარმატებულები არიან.
„მიუხედავად იმისა, რომ Greek Point გათვლილი იყო მცირე სეგმენტზე- იმ ხალხზე, რომელთაც კავშირი ჰქონდათ საბერძნეთთან და იცნობდნენ ბერძნულ სამზარეულოს, დღეს Greek Point საყვარელი ადგილი გახდა მათთვისაც, ვინც პირველად ჩვენთან დააგემოვნა ბერძნული კერძები. მათთვის ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია დააგემოვნო ბერძნული კერძები და დრო სასიამოვნოდ გაატარო.“
ალექსანდრეს თქმით, ფასები საკმაოდ მინიმალური და ხელმისაწვდომია, იმის გათვალისწინებით, ყველაფერი ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტისგან მზადდება.
დღეს, ბერძნული კერძების დაგემოვნება მომხმარებლებს თბილისის გარდა Greek Point -ის ბორჯობის ფილიალშიც შეეძლებათ.
„სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ზამთრის სეზონს მომზადებულები დავხვდეთ და უახლოეს მომავლაში ვაპირებთ, ბაკურიანშიც გაიხსნება Greek Point-ის ობიექტი. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჩვენს სამზარეულოს დავუმატოთ უგემრიელესი ბერძნული ტკბილეული, რაც ვფიქრობ, სასიამოვნო სიახლე იქნება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის.“
მარიამ ლეკიაშვილი