„სკოლის პერიოდში ადამიანი არის ყველაზე მოწყვლადი, ამ ასაკში არის დიდი რისკი,რომ ჩამოყალიბდეს აგრესიულობა. მნიშვნელოვანია მედიის,სამართალდამცავების ჩართულობა. პირველი ყურადღება და აქცენტი განათლების სისტემის ხარვეზებზე უნდა გავაკეთოთ“ , – ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგმა გიორგი სიხარულიძემ „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.
„ნაადრევ ეტაპზე უნდა მოხდეს რისკების იდენტიფიცირება, ნაადრევად გამოვლენილი პრობლემებით ავიცილებთ თავიდან მსგავს ფატალურ შემთხვევებს. სოციალურ მედიას, თამაშებს ვერავინ გააკონტროლებს, თუმცა მისაღები ფორმაა მათი პოზიტივით ჩანაცვლება, სპორტული აქტივობების წახალისება შეიძლება იყოს გამოსავალი და არა შეზღუდვა კომპიუტერული თამაშების.
ოჯახური სტრესი, მშობლებს შორის კონფლიქტი, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე რაც იწვევ მეორად ტრამვატიზაციას და იწვევს მათ მარგინალიზაციას. პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია საკითხის ღრმად ცოდნა, პედაგოგების ჩართულობა. ისინი პერიოდულად უნდა იღებდნენ სიახლეებს ბავშვის აღზრდის, ფსიქოლოგიის შესახებ. პედაგოგი მხოლოდ ფიზიკას, მათემატიკას ან საგნობრივ ცოდნას კი არ უნდა ფლობდეს, მან უნდა შეძლოს ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს ბავშვების ძალადობაზე. პრევენცია შეზღუდვით ვერ ხდება, მაგრამ ასეთი ტიპის აგრესია არასდროს უნდა იყოს მიღებული და სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური“, – განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.
მანანა ღოღობერიძე