ინტერნეტი, 2017 წლის 4 დეკემბერი. იანდექს ტაქსმა დაიწყო პლასტიკური ბარათით გადახდების მიღება თბილისში. საკმარისია ერთხელ დააკავშიროთ ბარათი პროგრამასთან, თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება მგზავრობის დასასრულს. ბარათის ნომრის შეყვანა შეიძლება ხელით ან სმარტფონის კამერით სკანირების საშუალებით.
ბარათით გადახდისას აღარ არის საჭირო ნერვიულობა იმაზე, გეყოფათ თუ არა ნაღდი ფული საფულეში, და ექნება თუ არა ხურდა მძღოლს. მძღოლის დანამატის გადარიცხვა აგრეთვე პირდაპირ ბარათიდანაა შესაძლებელი — საკმარისია აირჩიოთ პროცენტი წინასწარ ან მგზავრობის ბოლოს. თბილისის გარდა იანდექს ტაქსი იღებს პლასტიკურ ბარათებს რუსეთის, ყაზახეთისა და სომხეთის მრავალ ქალაქში. იანდექს ტაქსის მომხმარებლების დაახლოებით 35% მგზავრობის საფასურს იხდის პლასტიკური ბარათით.
იანდექს ტაქსი მუშაობს თბილისში 2016 წლის 24 აგვისტოდან, 2017 წლის ოქტომბერში კი მისი მომსახურებას არეალი მოიცავს უკვე რუსთავსა და ბათუმს.