იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება.
“ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება, ასევე ძებნის პროცედურის თაობაზე დაწყებული იყო მუშაობა, ექსტრადირებაზეც თავის დროზე იყო მოთხოვნა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.