„ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და უკრაინის მხარეს ყველა შეხვედრისას ვთხოვთ,რომ მოქალაქეების უფლებები იქნას დაცული. საელჩო არის მხარეების დაკვირვების პროცესში“ , – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„საელჩოს ბერკეტი არის დიპლომატიური ხაზები. პრეზიდენტის მოწოდება გასაგებია,რომ ექსპრეზიდენტის უფლებები იყოს განსაკუთრებით დაცული. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა,როდესაც ჟურნალისტები არ შეუშვეს საზღვარზე. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი საელჩოს დახმარებით დაბრუნდა ისევ ბრიუსელში, აეროპორტში აღარ უწევს დარჩენა.
გვაქვს კომუნიკაცია სასაზღვრო მხარესთან, მაგრამ ისინი ამ მოვლენებს ხსნიან ქვეყნის უსააფრთხოების კონტექსტით. საელჩოს აქვს მყისიერი რეაქცია ამ ფაქტებზე, მაგრამ უკრაინულ მხარეს აქვს ფორმალური ახსნები,რომ კონკრეტულმა პირებმა შესაძლოა ვერ დაასახელეს ქვეყანაში შესვლის მოტივი. ჟურნალისტების გარდა მსგავსი შეფერხება სხვა პირებსაც შეეხოთ, არსებობს ზოგადი სამოქალაქო ნაკადი, მათ შორის არიან პირები,რომლებიც რეალურად ვერ ხსნიან ქვეყანაში შესვლის მოტივს და უკრაინა იტოვებს უფლებას, რომ საზღვარზე დასვას შეკითხვები.
გასულ კვირას გვქონდა შეხვედრა საემიგრაციო სამსახურის უფროსთან, მათ შორის ჟურნალისტებთან დაკავშირებით და ვთხოვეთ უფრო მეტად ლმობიერი რეჟიმი და ამ მოვლენების ახსნა. არსებობს ზღვარი,რომლის იქითაც არსებობს ქვეყნის საშინაო საქმეები და არ აიხსნება არც ერთი საელჩოსთვის“ , – განაცხადა გელა დუმბაძემ.
მანანა ღოღობერიძე