„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას” – ამერიკის სახელმწიფო მდივნის მორიგი მხარდამჭერი განცხადება საქართველოზე, რომელიც რექსტილერსონმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ხანმოკლე შეხვედრის შემდგომგააკეთა.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას, მოუთმენლად ველით ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც საჭიროა გაწევრიანებისთვის” – განაცხადაამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წვერებმა ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა გამართეს საქართველოს ვიცე-პრემიერთან,საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.