განათლების მინისტრის ინფორმაციით, თბილისში 3000-ადგილიანი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი აშენდება. ამის თაობაზე მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
გავრცელებული ცნობით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, სავარაუდოდ, მაღლივი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კერძო სექტორის დაფინანსებით აშენდება.