„ყველა ვეტო არის ჩვენი „შვილობილი“ და ყოველთვის ერთი თხოვნა გვქონდა უმრავლესობასთან, რომ ყურადღებით მოეკიდნონ პრეზიდენტის შენიშვნებს. ჯერ ადრეა საუბარი იქნება თუ არა ვეტო ამ კანონპროექტზეც“ , მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ახლა მიმდინარეობს საჯარო განხილვები, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი. მომავალში პრეზიდენტი შესაძლოა სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს და საბოლოოდ ჩამოყალიდება რამდენად იმსახურებს პოლიტიკურ აქცენტს ეს კანონპროექტი. პრეზიდენტი ამ საკითხებში გარკვევას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, ეს ყველაფერი პარლამენტში მიმდინარეობს და საბოლოოდ აქ უნდა მოვიდეს ხელმოსაწერად. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ცვლილება, საქმე გვაქვს ორ ძალიან მნიშვნელოვან ფასეულობასთან, ერთი მხრივ რა იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი და როგორი იქნება მისი მომავალი, იქნება თუ არა თავისუფალი პოლიტიკური და კომერციული ზეგავლენისგან და იქნება თუ არა ყურებადი.
როცა გვინდა გავიგოთ რამე ამბავი, უმრავლესობა არ უყურებს მას და არჩევს სხვა არხებს, ამას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელიც აღიარებს. მეორე მხრივ ეს ცვლილებები ხომ არ შეუშლის ხელს იმას,რომ საქართველოში ზოგადად იყოს მედიამრავალფეროვნება და თავისუფლება.მაუწყებელი ითხოვს რეკლამის უფლების მინიჭებას და ეს არის საზიანო საშუალო და მცირე მოთამაშეებისთვის, რეგიონული ტელევიზიებისთვის. მათთვის რეკლამით მოპოვებული თოთოეული 100 ლარი არის საზრდო. ის არსებობს მარტო იმისთვის,რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნილება,რასაც სხვა ვერ ასრულებს.
თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოვუსხსნით ვალდებულებას,რომ საჯარო იყოს მისი შესყიდვები, რა გვრჩება სახეზე. შევინარჩუნებთ თუ არა იმ ფასეულობას,რომ დარჩეს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კომერციული ზეგავლენისგან თავისუფალი ინსტიტუტი“ , – განაცხადა ანა დოლიძემ.
მანანა ღოღობერიძე